ირაკლი კობახიძე - რომან გოცირიძე ხუთი წუთის განმავლობაში სვამდა კითხვას და რვა ტყუილი მოასწრო
ირაკლი კობახიძე - რომან გოცირიძე ხუთი წუთის განმავლობაში სვამდა კითხვას და რვა ტყუილი მოასწრო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე გიორგი გახარიას ხუთი წუთის განმავლობაში უსვამდა კითხვას და რვა ტყუილის თქმა მოასწრო.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრს დემაგოგიურ კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა.

„ხუთი წუთის განმავლობაში ისმებოდა კითხვა რომან გოცირიძის მხრიდან, ჩვენ დავთვალეთ და ამ ხუთი წუთის განმავლობაში მან მოასწრო 8 ტყუილის თქმა. შესაბამისად ნათელია, რომ აქ დემაგოგიის გარდა არაფერთან გვაქვს ჩვენ საქმე. რეგლამენტის თანახმად, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრი პატივს სცემს პარლამენტს. ის პარლამენტში მობრძანდა და გასცა პასუხი თუნდაც ამ დემაგოგიურ შეკითხვებს, რომლებიც ტყუილებით იყო გაჯერებული. კიდევ ერთხელ ძალიან საკადრისი პასუხი მიიღეს ამ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრის მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.