ირაკლი კობახიძე - კონკრეტულ ღონისძიებას როდესაც ესწრებიან ბლინკენი, ბორელი და სხვა ევროპელი ლიდერები, იქ აბსოლუტურად ლოგიკურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა
ირაკლი კობახიძე - კონკრეტულ ღონისძიებას როდესაც ესწრებიან ბლინკენი, ბორელი და სხვა ევროპელი ლიდერები, იქ აბსოლუტურად ლოგიკურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა

როდესაც კონკრეტულ ღონისძიებას ესწრებიან ბლინკენი, ბორელი, სხვა ევროპელი ლიდერები, იქ აბსოლუტურად ლოგიკურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეუთო-ს მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობის საკითხზე კომენტარებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობაზე ობიექტური კითხვები არ არის.

„აქაც კი ვიღაცები ახერხებენ სპეკულირებას. მინდა, სხვა ქვეყნებს ვურჩიო, ოთხჯერ ნაკლები ღვინო გაყიდონ რუსეთში, ვიდრე ყიდიან და მერე ისაუბრონ რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე. ეს ორმაგი სტანდარტია კონკრეტული ქვეყნების, რომლებიც ღვინის წარმოებით არ არიან დაკავებულნი და ჩვენზე ოთხჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთში, ეს ხომ არის ორმაგი სტანდარტი. როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ ღონისძიებაში, იქ ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა კობახიძემ.