ირაკლი კობახიძე – აბსურდია, როდესაც გიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიის საწინააღმდეგოა, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია თავად შეიტანს საკუთარი გამჭვირვალობის კანონში უფრო მკაფიო ნორმებს

15:10, 18.09.2026

როდესაც ვიღაც გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა, იქვე ჩანს, რომ ეს არის სრული აბსურდი. აბსურდის მტკიცება ოდესაც გიწევს, ჩანს, რომ არის უხეში პოლიტიკური ინტერესები და ზუსტად ასეთი უხეში პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის რუსული კანონის წოდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკული ახალი ადმინსიტრაცია თავად უზრუნველყოფს საკუთარი გამჭვირვალობის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, კიდევ უფრო მკაფიო ნორმების შეტანას, რაც აბსოლუტურად გასაგებია.

„რაც შეეხება კამპანიას, მათ შორის წინა ამერიკული ადმინისტრაციის კამპანიას, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის წინააღმდეგ, ეს იყო ცალსახად ორმაგი სტანდარტი, სიცრუეზე აგებული კამპანია, რაზეც ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, თუმცა ახლა ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო თამამად ვისაუბროთ. როდესაც ვიღაც გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა, იქვე ჩანს, რომ ეს არის სრული აბსურდი. როდესაც აბსურდის მტკიცება გიწევს, ჩანს, რომ არის უხეში პოლიტიკური ინტერესები და ზუსტად ასეთი უხეში პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის რუსული კანონის წოდება, რაც იყო სრული ფარსი, აბსოლუტურად სამარცხვინო კამპანია, ამაში იყვნენ ჩართული მაშინდელი აშშ-ის ელჩი, მაშინდელი ევროკავშირის ელჩი. ახლა ამერიკული ახალი ადმინსიტრაცია, თავად უზრუნველყოფს საკუთარი გამჭვირვალობის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, კიდევ უფრო მკაფიო ნორმების შეტანას, რაც აბსოლუტურად გასაგებია. გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი