ირაკლი კობახიძე – როდესაც ადამიანს მოხატული და აღდგენილი აქვს ასობით ტაძარი ბრალდებას უყენებ მოსყიდვასთან დაკავშირებით, სასაცილოა

12:10, 09.05.2019

როდესაც ადამიანს მოხატული და აღდგენილი აქვს ასობით ტაძარი და დღეს ბრალდებას უყენებ მოსყიდვასთან დაკავშირებით, სასაცილოა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალიტებს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ხიბულაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხომ არ არის ამომრჩეველთა მოსყიდვა.

„როდესაც ადამიანს მოხატული და აღდგენილი აქვს ასობით ტაძარი და დღეს ბრალდებას აყენებ მოსყიდვასთან დაკავშირებით, როცა საქმე ეხება ერთ-ერთი ტაძრის მოხატვას, ეს არის უბრალოდ სასაცილო.
ერთი ფაქტი დადონ გარდა ფაქტის მოხატვისა, მაგ შემთხვევაში შეიძლება სერიოზულად მოვეკიდო საიას დასკვნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი