ირაკლი კობახიძე - კონკრეტული ადამიანი როცა გეძახის რეზიდენტს, ამის მერე თუ ფიქრობ მის შეწყალებაზე, ადასტურებ, რომ ეს გამონათქვამი ყოფილა სწორი, ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა გვარამიას
ირაკლი კობახიძე - კონკრეტული ადამიანი როცა გეძახის რეზიდენტს, ამის მერე თუ ფიქრობ მის შეწყალებაზე, ადასტურებ, რომ ეს გამონათქვამი ყოფილა სწორი, ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა გვარამიას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პრეზიდეტი სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე ფიქრობს, მაშინ გამოდის, რომ ის ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომელსაც ნიკა გვარამია მის მიმართ გამოთქვამდა.

კობახიძის თქმით, ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა გვარამიას.

„როდესაც კონკრეტული ადამიანი გეძახის რეზიდენტს და არ მინდა, კიდევ გავიმეორო, რას გეძახის. ამის მერე თუ ფიქრობ მის შეწყალებაზე, მაშინ ადასტურებ, რომ ეს გამონათქვამი ყოფილა სწორი. რასაც ეძახდა გვარამია ზურაბიშვილს, ეს ყოფილა სწორი და მართალი, თუ ის დათანხმდება მის შეწყალებას. ეს არის სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი“, – განაცხადა კობახიძემ.