ირაკლი კობახიძე - რიგითი აქტივისტები, თუმცა ლიდერებიც, ციხისთვის გაწირეს, ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობას, ზოგი დასასვენებლად წავიდა, უცხოელი აგენტები არიან, მორალი არ აქვთ
ირაკლი კობახიძე - რიგითი აქტივისტები, თუმცა ლიდერებიც, ციხისთვის გაწირეს, ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობას, ზოგი დასასვენებლად წავიდა, უცხოელი აგენტები არიან, მორალი არ აქვთ

ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, თუმცა არამხოლოდ, ლიდერებიც და ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას იმ აქციაზე, რომლის დაანონსების თანამონაწილეებიც იყვნენ და ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გურჯაანში სოფო ჯაფარიძის საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მისივე თქმით, ესეც მეტყველებს რადიკალი ოპოზიციონერების სახეზე.

„ისინი არიან უცხოელი აგენტები, შესაბამისად, მორალი არ აქვთ, ერთადერთი, რითაც მოქმედებენ, გარე დავალებებია და გარე პატრონის კარნახი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.