ირაკლი კობახიძე - რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აჩვენებს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან, ღიმილის მომგვრელიც აღარაა, იმდენად სატირალია
ირაკლი კობახიძე - რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აჩვენებს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან, ღიმილის მომგვრელიც აღარაა, იმდენად სატირალია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ამით ადამიანები საკუთარ თავს დასცინიან.

როგორც კობახიძე ამბობს, მათი მხრიდან კვლავ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აჩვენებს, თუ „რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან“.

„მგონი, ეს ადამიანები თავის თავს დასცინიან. ჯერ ავიღეთ 48%, გაყალბებაზე ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. შემდეგ თქვეს, 43%-ის ვერ აღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვდნენ. შეთანხმება არ იყო, მაგრამ 47% ავიღეთ. ახლა მაინც საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებზე. ეს აჩვენებს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. ღიმილის მომგვრელიც აღარაა, ხანდახან არის სასაცილო და სატირალი, ახლა სასაცილო აღარაფერი დარჩა, იმდენად სატირალია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი