ირაკლი კობახიძე - რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტს, არსებითად, სამუშაო რჩება ორ საკითხზე, კონსულტაციები გაგრძელდება, უახლოეს მომავალში ყველა შესაბამის თემაზე მუშაობას დავასრულებთ
ირაკლი კობახიძე - რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტს, არსებითად, სამუშაო რჩება ორ საკითხზე, კონსულტაციები გაგრძელდება, უახლოეს მომავალში ყველა შესაბამის თემაზე მუშაობას დავასრულებთ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.

მისივე თქმით, პარლამენტს, არსებითად, სამუშაო რჩება ორ საკითხზე.

„პარლამენტს, არსებითად, სამუშაო რჩება ორ თემაზე, ეს არის დეოლიგარქიზაცია და სასამართლოს საკითხები. საუბარი იყო მანივალის რეკომენდაციების შესრულებაზე, ძირითადად სამი თემაა. კონსულტაციები გაგრძელდება. უახლოეს მომავალში, სექტემბერში, ოქტომბერში დავასრულებთ ყველა შესაბამის თემაზე მუშაობას, რა თქმა უნდა, ევროკავშირის სტურქტურებთან თანამშრომლობის საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.