ირაკლი კობახიძე – რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას.
„ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გავუსვით დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური პროგრესი და გრძელვადიანი უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
I was delighted to meet with the 🇹🇷 President H.E. Recep Tayyip Erdoğan @RTErdogan in the framework of ADF2025 @AntalyaDF. We held productive talks on the prospects of deepening 🇬🇪 – 🇹🇷 strategic partnership both in bilateral and multilateral formats. We stressed the need for… pic.twitter.com/gEaFD1rlNS
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) April 12, 2025