ირაკლი კობახიძე - რეგლამენტში დასახვეწია პროცედურები, რომლებიც კანონშემოქმედებასა და ზედამხედველობას უკავშირდება
ირაკლი კობახიძე - რეგლამენტში დასახვეწია პროცედურები, რომლებიც კანონშემოქმედებასა და ზედამხედველობას უკავშირდება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგლამენტში დასახვეწია მთელი რიგი პროცედურები, რომელიც კანონშემოქმედებასთან, ასევე ზედამხედველობასთანაა დაკავშირებული.

მისივე თქმით, მინისტრების ვალდებულება პარლამენტში გამოცხადებაზე ძალაში დარჩება და საუბარია პროცედურების დახვეწაზე.

„რეგლამენტში დასახვეწია მთელი რიგი პროცედურები, რომელიც კანონშემოქმედებასთან, ასევე ზედამხედველობასთანაა დაკავშირებული.

შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ მოვამზადოთ დახვეწილი რეგლამენტი, მათ შორის ის, რომ გაძლიერდეს ოპოზიცია.

როგორც მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო ცვლილებებიც ამ მიზანს ისახავდა და თვისობრივად, გაძლიერდა ოპოზიციის უფლებები.

ანალოგიურად მოხდება რეგლამენტის გადასინჯვა იმისთვის, რომ გაძლიერდეს პარლამენტი და პარლამენტმა სათანადოდ განახორციელოს კონსტიტუციური უფლება.

რაც შეეხება მინისტრების ვალდებულებას პარლამენტში გამოცხადებაზე, ეს ვალდებულება ახლაც აქვთ კონსტიტუციით გაწერილი, ასევე რეგლამენტით. ანუ ეს ვალდებულება ძალაში დარჩება. საუბარია იმაზე, რომ უნდა დაიხვეწოს პროცედურები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.