ირაკლი კობახიძე - რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება
ირაკლი კობახიძე - რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება

რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გაგრძელდება მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება რეგიონების განვითარებისთვის.

„მათ შორის, წელს დასრულდება განახლებული რეგიონების მასშტაბური პროექტის მეორე ფაზა და გაგრძელდება მაღალმთიანი რეგიონების განსაკუთრებული მხარდაჭერა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.