ირაკლი კობახიძე - რამდენიმე ორ-სამპროცენტიანი ოპოზიციური პარტია იქმნება, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შანსებს გვიზრდის, ჯერჯერობით კარგი ტენდენციაა
ირაკლი კობახიძე - რამდენიმე ორ-სამპროცენტიანი ოპოზიციური პარტია იქმნება, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შანსებს გვიზრდის, ჯერჯერობით კარგი ტენდენციაა

იქმნება რამდენიმე ორ და სამპროცენტიანი ოპოზიციური პარტია, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შანსებს გვიზრდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას შესაძლო გაერთიანების საკითხზე დაუსვეს კითხვა.

კობახიძის თქმით, ჯერჯერობით კარგი ტენდენციაა.

„რამდენიმე ორ და სამპროცენტიანი ოპოზიციური პარტია იქმნება, რაც კარგ სურათს გვაძლევს. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება და პროცესები, რომლებიც ვითარდება, ვგულისხმობ ორ და სამპროცენტიანი პარტიების შექმნას, გვიზრდის შანსებს, რომ ვიყოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჯერჯერობით ტენდენცია კარგია, არაერთი ორ და სამპროცენტიანი პარტია იქმნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთ შემთხვევაში, მეტი ხმა დაიკარგება ოპოზიციურ ფლანგზე, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.