ირაკლი კობახიძე - რამდენიმე „ენჯეოს“ სახით ერთგვარი კლანია ჩამოყალიბებული, მათ აქვთ პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“
ირაკლი კობახიძე - რამდენიმე „ენჯეოს“ სახით ერთგვარი კლანია ჩამოყალიბებული, მათ აქვთ პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“

სამწუხაროდ, ერთგვარი კლანია ჩამოყალიბებული რამდენიმე „ენჯეოს“ სახით, რომელიც უკვე პირდაპირ დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“. ისინი ცდილობენ, მონოპოლია მოიპოვონ იმაზე, რასაც სამოქალაქო სექტორი ჰქვია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სინამდვილეში, სამოქალაქო სექტორთან ამ ორგანიზაციებს არავითარი კავშირი არ აქვთ.

„ყველამ იცის, რომ სინამდვილეში, სამოქალაქო სექტორთან ამ ორგანიზაციებს არავითარი კავშირი არ აქვთ. მათ აქვთ პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“. სამწუხაროდ, ეს მათ ქმედებაში მკაფიოდ ჩანს. ისინი ახდენენ სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას. ერთი მიმდინარეობა არიან და ერთი პოლიტიკური ძალის ქოლგის ქვეშ იმყოფებიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.