ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ დებატებზე იყო სამი ადამიანი, რომლებსაც სამთვიანი კამპანია ჰქონდათ არაბიზაციის შესახებ და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო, ამით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად ყალბია ჩვენი ოპოზიცია
რამდენიმე დღის წინ გვქონდა დებატები, წარმოდგენილი იყო სამი ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ სამთვიანი კამპანია არბიზაციის შესახებ და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო. ამით შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, რამდენად ყალბია ჩვენი ოპოზიცია. შევთანხმდით, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.
რაც შეეხება Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და ციფრებს, მთავრობის მეთაურის თქმით, ექვსი მლრდ დოლარი არის ამ პროექტის ღირებულება და პროექტიდან ეკონომიკაში შენატანი იქნება 11 მლრდ ლარი.
„რამდენიმე დღის წინ გვქონდა დებატები, სამი ადამიანი იყო წარმოდგენილი და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო. ჰქონდათ სამთვიანი კამპანია არაბიზაციის შესახებ და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო. ამით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად ყალბია ჩვენი ოპოზიცია. საუბარია იმ ხალხზე, ვინც ამ კამპანიას აწარმოებდა. შევთანხმდით, რომ პრობლემა არ არის და არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება.
რაც შეეხება Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და ციფრებს, ექვსი მლრდ დოლარი არის ამ პროექტის ღირებულება და ამ პროექტიდან შენატანი ეკონომიკაში იქნება 11 მლრდ ლარი და კონკრეტულად სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანი იქნება შვიდი მლრდ ლარი. ერთი მლრდ 200 მლნ არის ამ მიწის ღირებულება. საუბარია როგორც კრწანისზე, ასევე გონიოზე. მიწა არ არის რეალურად გასხვისებული. შექმნილია ერთობლივი საწარმო, მიუხედავად იმისა, რომ 33/66-ზე მოქმედებს პროცენტები, თანაბარი წონა აქვს ორივე ხმას მიწის განკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ქართული მხარის, სახელმწიფოს გარეშე მიწა ვერ გასხვისდება. მიწა არ არის გადაცემული ინვესტორზე. ერთობლივი საწარმოა შექმნილი, სადაც სახელმწიფოსა და საწარმოს აქვთ თანაბარი ხმა.
შვიდი მილიარდი ლარი ბიუჯეტში წლების განმავლობაში. მომიტანეთ ერთი პროექტი, რომლითაც შესაძლებელი გახდება შვიდი მილიარდი ლარის შეტანა ბიუჯეტში ათწლიან პერსპექტივაში. მე მოგცემთ 850 ჰექტარ მიწას და თქვენ მოიტანეთ ერთი ინვესტიცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ბიუჯეტში შვიდი მილიარდი ლარის შეტანას, როდესაც დღეს ქვეყნის ბიუჯეტი არის 40 მილიარდზე ნაკლები.
რაც შეეხება ინვესტიციას, შენდება, მინიმუმ, 1400-ნომრიანი სასტუმრო. ასევე, შენდება რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, ეს არის ე.წ. მარინა გონიოს სანაპიროზე და ა.შ. მარტო ბინებამდე რომ დაგყავთ, რა თქმა უნდა, არასწორი კალკულაცია გექნებათ, მაგრამ ბინების მიღმა არის უამრავი სხვა პროექტი, რომელიც ხორციელდება ამ ინვესტიციის ფარგლებში“, – განაცხადა პრემიერმა.