ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი, ამ საბოტაჟის ავანგარდში იყო სალომე ზურაბიშვილიც, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე
ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი, ამ საბოტაჟის ავანგარდში იყო სალომე ზურაბიშვილიც, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე

რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი, ამ საბოტაჟის ავანგარდში იყო სალომე ზურაბიშვილიც, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება იმ ხალხს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, მათ შორის ერთ-ერთი, ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში, იყო სწორედ სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ კანიდატის სტატუსის წინააღმდეგ, მით უმეტეს, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო სცენაზე. ეს არის ჩვენი პოზიცია. ეს არის იმ ხალხის საზეიმო ღონისძიება, რომელიც აკეთებდა ყველაფერს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და არ ახორციელებდა საბოტაჟს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საერთო სახალხო ზეიმი დღეს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება.