ირაკლი კობახიძე - რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, ერთი დიდი უსამართლობის ცალკეული გამოხატულებაა
ირაკლი კობახიძე - რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, ერთი დიდი უსამართლობის ცალკეული გამოხატულებაა

რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, ერთი დიდი უსამართლობის ცალკეული გამოხატულებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე გუშინ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას გამოეხმაურა.

„ჩვენთვის მიუღებელია ის უსამართლობა, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ვხედავთ და ჩვენი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ სათანადოდაა ასახული საპარლამენტო რეზოლუციაში, რომელიც უახლოეს დღეებში დამტკიცდება”,- განაცხადა კობახიძემ.