ირაკლი კობახიძე - რა საფუძველი უნდა ჰქონდეს ბრალდებას, რომ ვიღაცას სურს ანაკლიის პროექტის ჩაშლა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის მნიშვნელობა კონსტიტუციაში ასახა
ირაკლი კობახიძე - რა საფუძველი უნდა ჰქონდეს ბრალდებას, რომ ვიღაცას სურს ანაკლიის პროექტის ჩაშლა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის მნიშვნელობა კონსტიტუციაში ასახა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება, – ამის შესახებ დეპუტატმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის მნიშვნელობა თავის დროზე კონსტიტუციური ჩანაწერით გამყარდა.

ყველა შეხვედრაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან თუ სხვა ფორმატში, მუდმივად ვსაუბრობთ ამ პროექტის მნიშვნელობაზე. შესაბამისად, ქვეყნისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, კონსტიტუციის დონეზე ავსახეთ ეს მიზანი. აქედან გამომდინარე ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ არანაირი საფრთხე არ შეექმნას ანაკლიის პროექტის განხორციელებას. ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია.

ბრალდება არის, რომ ვიღაცას უნდა ამ პროექტის ჩაშლა. მაშინ როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაწერა კონსტიტუციაში ანაკლიის პროექტი, არ ვიცი, ამ ბრალდებას რა საფუძველი უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.