ირაკლი კობახიძე – რა კონცეფციაც დამტკიცდა, აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, ეს სჭირდება ქართველ ახალგაზრდას მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად

18:42, 09.02.2026

რა კონცეფციაც დამტკიცდა, თავისი ყველა ელემენტით, აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისის გარეშე. ეს სჭირდება ქართველ ახალგაზრდას, ქართველ სტუდენტს, რათა მომავალში მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს ჩვენს უნივერსიტეტებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის პრინციპული ამოცანა.

„მკაფიოდ განვაცხადე რამდენჯერმე, რომ ყოველგვარი კომპრომისის გარეშე განხორციელდება რეფორმა, დამტკიცებული კონცეფციის შესაბამისად. რაც შეეხება უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხს, არც ერთხელ მითქვამს, რომ ვიქნებოდით უკომპრომისოები, ხისტად პრინციპულები და ასე შემდეგ. პირიქით, ჩვენ ველოდებოდით, გუშინაც ვიცოდით, რომ დღეს კონსულტაციები გვექნებოდა ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. შესაბამისად, გაერთიანებასთან დაკავშირებით არცერთხელ გამიკეთებია რაიმე ხისტი, მკაცრი კომენტარი. ხისტი და მკაცრი კომენტარი ახლაც შემიძლია გავაკეთო კონცეფციის განხორციელებასთან დაკავშირებით. რა კონცეფციაც დამტკიცდა თავისი ყველა ელემენტით, ის აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ეს სჭირდება ქართველ ახალგაზრდას, ქართველ სტუდენტს, რათა მომავალში მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს ჩვენს უნივერსიტეტებში. ეს არის პრინციპული ამოცანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი