ირაკლი კობახიძე - რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ კანაფის კულტივირების კანონპროექტზე, აუცილებელია საზოგადოების სწორი ინფორმირება
ირაკლი კობახიძე - რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ კანაფის კულტივირების კანონპროექტზე, აუცილებელია საზოგადოების სწორი ინფორმირება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის აბსოლუტურად გასაგებია საპატრიარქოს კიდევ ერთი განცხადება, რომელიც კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთდა.

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული კანონპროექტთან დაკავშირებით, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ინიციატივის შესახებ საზოგადოების სწორი ინფორმირება.

„როდესაც გარკვეული ინიციატივა იღებს უარყოფით დატვირთვას საზოგადოების აღქმაში, იქ ჩვენ აუცილებლად უნდა მივაწოდოთ სათანადო ინფორმაცია საზოგადოებას და სულ მცირე, ის უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ ინიციატივას არანაირი უარყოფითი მხარე არ ჰქონდა. აქ არც ერთ შემთხვევაში არ იყო საუბარი ნარკოტიკების წარმოებაზე და გავრცელებაზე. ეს არის ჩვენთვის მთავარი და ამ სიმართლეს აუცილებლად დავუმტკიცებთ საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი