ირაკლი კობახიძე - რა ფორმითაც მუშაობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ანალოგიური ფორმით იმუშავებს შესაბამისი ბანკიც, რომელიც რამდენიმე დღევანდელი ინსტიტუციის ფუნქციებს შეითავსებს
რა ფორმითაც მუშაობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ანალოგიური ფორმით იმუშავებს შესაბამისი ბანკიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება ძალიან საინტერესო და მრავალფუნქციური ბანკი, რომელიც შეითავსებს რამდენიმე დღევანდელი ინსტიტუციის ფუნქციებს.
„რაც შეეხება დეტალებს, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას სრულ ინფორმაციას გავაცნობთ, რა ფორმით იმუშავებს ეს ბანკი. ფართოდ გავაცნობთ საზოგადოებას ინფორმაციას, როგორც კი დასრულდება ეს ინსტიტუციური რეფორმა. შეიძლება მოიცვას ენერგეტიკის სექტორიც. ამაზეც საზოგადოებას დეტალურად მოვახსენებთ მოგვიანებით. დღესაც არსებობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი. რა ფორმითაც მუშაობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ანალოგიური ფორმით იმუშავებს შესაბამისი ბანკიც, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოებას გავაცნობთ ინფორმაციას მაშინ, როდესაც მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.