ირაკლი კობახიძე – ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან ნაყოფიერი საუბარი შედგა საქართველოსა და ქუვეითს შორის თანამშრომლობის სტაბილური განვითარების შესახებ
ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან ნაყოფიერი საუბარი შედგა საქართველოსა და ქუვეითს შორის თანამშრომლობის სტაბილური განვითარების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრა დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა.
„ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰთან ნაყოფიერი საუბარი შედგა საქართველოსა და ქუვეითს შორის მჭიდრო მეგობრობისა და თანამშრომლობის სტაბილური განვითარების შესახებ. ამ კონტექსტში განვიხილეთ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზები სხვადასხვა სფეროში, რაც ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება“,- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
In Dubai, during the World Governments Summit, I had the honor to meet with His Highness Sheikh Ahmad Al-Abdullah Al-Ahmad Al-Sabah, Prime Minister of the State of Kuwait🇰🇼. We had a productive discussion on the close friendship between 🇬🇪 and 🇰🇼 and the steady expansion of our… pic.twitter.com/e3RWWhPlHT
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) February 11, 2025