ირაკლი კობახიძე - პრივატიზაციის პრაქტიკა მთლიანად შევცვალეთ, ყველაფერი გამოდის აუქციონზე, რათა მაქსიმალური სარგებელი ნახოს სახელმწიფომ, კადრების ოპტიმიზაციით ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა
ირაკლი კობახიძე - პრივატიზაციის პრაქტიკა მთლიანად შევცვალეთ, ყველაფერი გამოდის აუქციონზე, რათა მაქსიმალური სარგებელი ნახოს სახელმწიფომ, კადრების ოპტიმიზაციით ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენს ამბიციურ მიზანს მივაღწიოთ, რასაც ჰქვია ევროპის ქვეყენის სამეულში ადგილის დაკავება კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ეს არის ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, იმ ნაბიჯებით, რომლებიც იდგმება, ამ მიზანს მთავრობა უცილებლად შეასრულებს.

„პრივატიზაციის ნაწილში პრაქტიკა მთლიანად შევცვალეთ. ყველაფერი გამოდის აუქციონზე, რათა მაქსიმალური სარგებელი ნახოს სახელმწიფომ და ბიუჯეტმა. ნებისმიერი პრივატიზაციიდან, კადრების ოპტიმიზაციის მიმართულებით ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა წლიურ ჭრილში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით სახელმწიფო საწარმოებში ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით გაკეთდა ძალიან ბევრი რამ და დაახლოებით 700 მლნ არის დანაზოგი ამ ოპტიმიზაციის შედეგად. რა თქმა უნდა, მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენს ამბიციურ მიზანს მივაღწიოთ, რასაც ჰქვია ევროპის ქვეყენის სამეულში ადგილის დაკავება კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ეს არის ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანა. ვფიქრობ, რომ იმ ნაბიჯებით, რომლებიც იდგმება, ამ მიზანს აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა პრემიერმა.