ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტს ისედაც ჰქონდა გაცხადებული, რომ რევოლუციის მხარდამჭერია, ყველა სხვა, ვინც „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ კანონს გააპროტესტებს, აღიარებს, რომ რევოლუცია სურს, ჩვენ გვსურს სიმშვიდე

ვინც კანონპროექტს გააპროტესტებს, აღიარებს, რომ მათ ამ ქვეყანაში რევოლუცია სურთ, ჩვენ სიმშვიდე გვსურს, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიმშვიდე იყოს, ეს კანონპროექტიც ამ მიზანს ემსახურება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს ქვეყანაში სიმშვიდე სურს.

„გახსოვთ, აკერმანის, „კანვასის“ ტრენინგები. მანამდე, ივლისსა და მარტში იყო რევოლუციის მცდელობა. ვინც აპროტესტებს ან გააპროტესტა კანონპროექტი, ყველა არის რევოლუციური სცენარის მხარდამჭერი. სალომე ზურაბიშვილს ისედაც ჰქონდა გაცხადებული, რომ რევოლუციის მხარდამჭერია. ვინც კანონპროექტს გააპროტესტებს, აღიარებს, რომ მათ ამ ქვეყანაში რევოლუცია სურთ, ჩვენ სიმშვიდე გვსურს. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიმშვიდე იყოს. ეს კანონპროექტიც ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა კობახიძემ.