ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტობის კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია

14:32, 06.03.2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები აქტიურ ფაზაში არ გადასულა.

„გარკვეული წინასწარი კონსულტაციები იყო. აქტიურ ფაზაში არ არის ეს კონსულტაციები შესული. შესაბამისად, კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი არის, პირდაპირ ვიტყვი, ნაადრევია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი