ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის მხრიდან კრიზისზე საუბარი სუბიექტური მოსაზრებებით არის ნაკარნახევი
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის მხრიდან კრიზისზე საუბარი სუბიექტური მოსაზრებებით არის ნაკარნახევი

პრეზიდენტის მიერ კრიზისზე საუბარი სუბიექტური მოსაზრებებით არის ნაკარნახევი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს აქვს თავისი სუბიექტური პოზიციები, სუბიექტური ინტერესები და ამ ინტერესებით ხელმძღვანელობს

„პრეზიდენტი საუბრობდა დღეს კრიზისზე, თუ კრიზის ეძახის იმას, რომ ორ თვეში გადის თავისი უფლებამოსილების ვადა, მაშინ შეგვიძლია, ვისაუბროთ კრიზისზე. თუმცა კრიზისზე საუბარი არის არის ნამდვილად სუბიექტური მოსაზრებებით ნაკარნახევი. ვიცით, რომ მას აქვს თავისი სუბიექტური პოზიციები, სუბიექტური ინტერესები და ხელმძღვანელობს ამ სუბიექტური ინტერესებით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, სადაც გიორგი მარგველაშვილმა ხორავას ქუჩის საქმე შეადარა გირგვლიანის საქმეს, კობახიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.

„ამ განცხადებაზე თვითონ გააკეთოს კომენტარი გიორგი მარგველაშვილმა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.