ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს შეხვდა
ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

ასამბლეის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე პოლონელ კოლეგას, სეიმის მარშალ მარეკ კუხჩინსკის შეხვდა. საუბრის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილება იყო.

ყურადღება გამახვილდა საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეასა და სამომავლო დღის წესრიგზე. ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.