ირაკლი კობახიძე - პოლიტიკურად არ მინდა ამ თემაში შესვლა, მაგრამ სამართლებრივად, ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, პირის ჩარიცხვა სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია
ირაკლი კობახიძე - პოლიტიკურად არ მინდა ამ თემაში შესვლა, მაგრამ სამართლებრივად, ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, პირის ჩარიცხვა სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია

არ ვიცი, ეს თემა რამდენად აქტუალურია, ვერ მივადევნე თვალყური. ვისთვის მოქალაქეობის დაკარგვაზეა საუბარი, არ ვიცი. ადამიანი თუ შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში, ეს სამართლებრივად არის საფუძველი მოქალაქეობის დაკარგვისთვის, მაგრამ რა თემაზეა საუბარი, ამის თქმა გამიჭირდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ პირი ჩაირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.

„ვიღაც თუ მიდის საქართველოდან, ირიცხება, მაგალითად, უკრაინის თავდაცვის ძალებში, გამოდის, რომ ის ხდება უკრაინის მოქალაქე. მაგალითად, საქართველოში ვინმე რომ ჩაირიცხოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ის უნდა იყოს ამ ქვეყნის მოქალაქე. თავდაცვის ძალები, ძირითადად, უკავშირდება სუვერენიტეტს, არამოქალაქე რომ ჩაირიცხოს, არ მგონია, ასეთი რამ სადმე ხდებოდეს. ეს არის სამართლებრივი მხარე, პოლიტიკურად არ მინდა, შევიდე ამ თემაში. თავიდან ამბობდნენ, რომ არ ხდება თანხების სანაცვლოდ უკრაინაში ქართველების ჩაყვანა, თუმცა საბოლოოდ გამოაშკარავდა სხვა რამ და ახლა ამბობენ, რომ ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ყველაფერი. ნახევრად მოხალისეების არ მჯერა, ადამიანი არის ან მოხალისე, ან რაღაცას აკეთებს თანხის სანაცვლოდ“, – განაცხადა კობახიძემ.