ირაკლი კობახიძე - პოლიციისთვის შევიძინეთ 143 ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის - 69 ავტომანქანა, ვზრუნავთ პოლიციელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე
ირაკლი კობახიძე - პოლიციისთვის შევიძინეთ 143 ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის - 69 ავტომანქანა, ვზრუნავთ პოლიციელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე

პოლიციის მიმართულებით გრძელდება შესაბამისი პროექტების განხორციელება, მათ შორის ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება განაგრძობს ზრუნვას პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე.

„შეძენილი იქნა 143 ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება პოლიციისთვის, 69 მაღალი გამავლობის ავტომანქანა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, მიმდინარეობდა შენობების რეაბილიტაცია. ძალიან მასშტაბურია ის ინიციატივები, რომლებიც განხორციელდა, დეტალურ ინფორმაციაა წარმოდგენილი ამასთან დაკავშირებით მთავრობის ანგარიშში. ვზრუნავთ პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო 1 100-ბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.