ირაკლი კობახიძე - პლენარულ სხდომაზე დღესაც ველოდებით საინტერესო დისკუსიას, რომელშიც როგორც ოპოზიცია, ასევე უმრავლესობა ჩაერთვება
ირაკლი კობახიძე - პლენარულ სხდომაზე დღესაც ველოდებით საინტერესო დისკუსიას, რომელშიც როგორც ოპოზიცია, ასევე უმრავლესობა ჩაერთვება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლოდინი აქვთ, რომ დღეს პარლამენტში გაიმართება საინტრესო დისკუსია, რომელშიც როგორც ოპოზიცია, ასევე უმრავლესობა ჩაერთვება.

მისივე თქმით, ასეევ საინტერესო იყო პარასკევი დღე, როდესაც პლენარულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სამომავლო განვითარების ხედვებზე ისაუბრა.

„პრემიერის მოსმენა დღეს გაგრძელდება. ძალიან საინტერესო იყო პარასკევი დღე, როდესაც პრემიერმა ისაუბრა სამომავლო განვითარების ხედვებზე. მათ შორის გვქონდა საუბრები პოლიტიკურ რეალობაზე და ძალიან კარგად შეახსენა ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ის წარსული დანაშაულები, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი. ეს ძალიან საინტერესო გადახვევა იყო საუბრიდან, რომელიც პრემიერს ჰქონდა ზოგადად ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, დღესაც ველოდებით საინტერესო დისკუსიას, რომელშიც როგორც ოპოზიცია, ასევე უმრავლესობა ჩაერთვება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები დღეს გაგრძელდება. 25 ივნისს, პლენარულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა დაახლოებით რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრემიერ-მინისტრს კითხვით 70-მა დეპუტატმა მიმართა.