ირაკლი კობახიძე - პირველ კვარტალში, შარშანდელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები 8.3%-ით გაიზარდა, ტურიზმი არის ერთ-ერთი გამოხატულება, როგორ მუშაობს ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე - პირველ კვარტალში, შარშანდელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები 8.3%-ით გაიზარდა, ტურიზმი არის ერთ-ერთი გამოხატულება, როგორ მუშაობს ეკონომიკა

ტურზიმის სფეროში კარგი მონაცემები გვაქვს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები 8.3%-ით გაიზარდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით.

„ტურიზმი არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგი და გარდა ამისა, ტურიზმი არის ერთ-ერთი გამოხატულება, როგორ მუშაობს ეკონომიკა და მოხარული ვართ, რომ ამ სფეროშიც გვაქვს დადებითი დინამიკა“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.