ირაკლი კობახიძე - პირნათლად შევასრულებთ სამთავრობო პროგრამას, რაც ეკონომიკურ წინსვლას, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას უზრუნველყოფს, ვივლით წინ ეროვნული ინტერესების დაცვისკენ
ირაკლი კობახიძე - პირნათლად შევასრულებთ სამთავრობო პროგრამას, რაც ეკონომიკურ წინსვლას, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას უზრუნველყოფს, ვივლით წინ ეროვნული ინტერესების დაცვისკენ

ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დავდოთ პირობა ქართული საზოგადოების წინაშე, რომ ვიქნებით აბსოლუტურად პირნათელი და პირნათლად შევასრულებთ ჩვენს სამთავრობო პროგრამას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სამთავრობო პროგრამა უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

„სამთავრობო პროგრამის შესრულება უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას. ამ ყველაფრის შედეგი იქნება ჩვენი ეროვნული ამოცანების შესრულება, ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებაც. ჩვენ თანმიმდევრულად ვივლით წინ, ვივლით წინ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.