ირაკლი კობახიძე - პატივს ვცემთ სტრატეგიულ პარტნიორებს, მაგრამ უნდა გავმიჯნოთ სამართლიანი და არასამართლიანი, ობიექტური და არაობიექტური განცხადებები
ირაკლი კობახიძე - პატივს ვცემთ სტრატეგიულ პარტნიორებს, მაგრამ უნდა გავმიჯნოთ სამართლიანი და არასამართლიანი, ობიექტური და არაობიექტური განცხადებები

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით უმრავლესობამ გადაწყვეტილება კონკრეტული არგუმენტებით მიიღო.

კობახიძის თქმით, რამდენიმე დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე კარლ ჰარცელის განცხადება არასამართლიანია.

„გარკვეული გადაწყვეტილება კონკრეტული არგუმენტებით მივიღეთ და ვფიქრობთ, რომ ამასთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკა არის არაობიექტურიც და არასამართლიანიც. ყველა შემთხვევაში, პატივს ვცემთ სტრატეგიულ პარტნიორებს, მაგრამ უნდა გავმიჯნოთ სამართლიანი და არასამართლიანი, ობიექტური და არაობიექტური განცხადებები. თუ ვფიქრობთ, რომ კრიტიკა არის არაობიექტური და არასამართლიანი, ჩვენ ჩვენი არგუმენტები უნდა დავუპირისპიროთ. ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ კარლ ჰარცელის კომენტარი გაავრცელა, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერისთვის მანდატების გაუქმების საკითხს ეხება.