ირაკლი კობახიძე – პატივი მქონდა, შევხვედროდი სინგაპურის პრეზიდენტს, თარმან შანმუგარატნამს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა
პატივი მქონდა, შევხვედროდი სინგაპურის პრეზიდენტს, თარმან შანმუგარატნამს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების, ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, ტურიზმის განვითარებისა და საერთო ინტერესების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.
„პატივი მქონდა, შევხვედროდი სინგაპურის პრეზიდენტს, თარმან შანმუგარატნამს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა. განვიხილეთ ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების, ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, ტურიზმის განვითარებისა და საერთო ინტერესების სფეროებში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები“, – წერს კობახიძე.
Had the pleasure of meeting @Tharman_S., President of Singapore. We reaffirmed the long-standing friendship between 🇬🇪 and 🇸🇬 and discussed opportunities to deepen economic cooperation and investment, strengthen collaboration in the financial sector, expand tourism, and advance… pic.twitter.com/JtdwKNjaNT
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) July 22, 2026