ირაკლი კობახიძე - პასუხისმგებლობა ზარქუაზე თავდასხმაზე ეკისრებათ, მათ შორის, ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, მათი ქმედებებით წახალისებულია ძალადობა
ირაკლი კობახიძე - პასუხისმგებლობა ზარქუაზე თავდასხმაზე ეკისრებათ, მათ შორის, ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, მათი ქმედებებით წახალისებულია ძალადობა

ზარქუაზე თავდასხმაზე პირდაპირ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მათ შორის, იმავე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, სწორედ ევროპული ბიუროკრატების ქმედებებით არის წახალისებული ის ძალადობა, რაც კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ ხდება.

„რაც შეეხება ზარქუასთან მისულ ადამიანებს, ამ თავდასხმას, ბევრ რამეზე მეტყველებს ეს ფაქტი. ერთი, რომ სახე დააკარგვინეს კონკრეტულ ადამიანებს, არც ქალის, არც ადამიანის, არც კაცის სახე არ აქვთ იმ ლიბერალებს, რომლებიც ჰყავთ ჩართული პირდაპირ ძალადობრივ პროპაგანდაში, ძალადობრივ აქტებში. რა თქმა უნდა, ამ თავდასხმაზე პირდაპირ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მათ შორის, იგივე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს. სწორედ მათი ქმედებებით არის წახალისებული ის ძალადობა, რასაც ვხედავთ ჩვენ კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ. ეს ყველაფერი არ დარჩება რეაგირების გარეშე“, – განაცხადა კობახიძემ.