ირაკლი კობახიძე - პასუხისმგებლები ვართ არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არათუ არ გაიზარდოს, არამედ შემცირდეს აღიარების მაჩვენებელი
ირაკლი კობახიძე - პასუხისმგებლები ვართ არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არათუ არ გაიზარდოს, არამედ შემცირდეს აღიარების მაჩვენებელი

პასუხისმგებლები ვართ არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არათუ არ გაიზარდოს, არამედ შემცირდეს აღიარების მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში მოხდა ოთხი აღიარება და ეს მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

„ჩვენ ვართ, პირველ რიგში, პასუხისმგებლები არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე. ვის მივმართეთ და ვის არა, ეს ნაცების საქმე არ არის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არათუ არ გაიზარდოს, შემცირდეს აღიარების მაჩვენებელი. ფაქტს გეტყვით, „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში მოხდა ოთხი აღიარება და ეს ოთხი დარჩა ოთხად 2012 წლის შემდეგ. დანარჩენი ყველაფერი არის „ნაცობა“ და ალოგიკურობა“, – განაცხადა კობახიძემ.