ირაკლი კობახიძე - პარტნიორებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, სიმართლე გაიმარჯვებს დეზინფორმაციაზე
ირაკლი კობახიძე - პარტნიორებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, სიმართლე გაიმარჯვებს დეზინფორმაციაზე

კონგრესმენებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების წარმომადგენლების აშშ-ში ვიზიტებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იყო პარტნიორებისთვის დეზინფორმაციის მიწოდების შემთხვევები. აქედან გამომდინარე, მათი სწორად ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება. მთელი შემთხვევები იყო, როცა დეზინფორმაცია მიეწოდებოდა ჩვენს პარტნიორებს. ამან გარკვეული ასახვა ჰპოვა განცხადებებში. ჩვენ გვქონდა გარკვეული ვაკუუმი დასავლელ პარტნიორებთან, თუმცა ახლა ამის პრობლემა არ არის. კომუნიკაცია და შეხვედრები გაგრძელდება, სიმართლე გაიმარჯვებს დეზინფორმაციაზე. სიმართლე ჩვენ მხარეს არის. კომუნიკაცია გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში და საბოლოო ჯამში, აუცილებლად ექნებათ სწორი ინფორმაცია პარტნიორებს. პარტნიორებს არასწორი ინფორმაცია მიეწოდათ, რაც აისახა მათ წერილებში. უხეში ფაქტობრივი უზუსტობა იყო გაპარული წერილებში, რაც დეზინფორმაციის შედეგია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.

ამასთან, 5-10 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად.