ირაკლი კობახიძე - პარტიულ ოფისებში როგორც კი შევედით, შეწყდა ძალადობა, ხუთ დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი, რევოლუციის მცდელობებზე სამინისტროს რეაგირების რესურსი ამოუწურავია
ჩვენ როგორც კი მოვშალეთ ძალადობის კერა, როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლებამ ხუთ დღეში გაანეიტრალა მომიტინგეების ძალადობის რესურსი, ხოლო რაც შეეხება სამინისტროს რეაგირების რესურსს რევოლუციის მცდელობებზე, ეს რესურსი არის ამოუწურავი.
„როდესაც არ იყო ძალადობა, არ იყო არც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია. ჩვენ ხუთ დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი. რაც შეეხება შსს-ს რესურსს, სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო. შსს-ს რეაგირების რესურსი არის სრულიად ამოუწურავი. ჩვენ შარშანდელი წლის შემდეგ სერიოზულად გავაძლიერეთ, მათ შორის, ამ მიმართულებით შსს-ს რესურსები და ვერავინ ვერავითარი შანტაჟით, ვერავითარი პროვოკაციით ვერ შეძლებს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცის შერყევას“, – განაცხადა პრემიერმა.