ირაკლი კობახიძე - პარლამენტში ოპოზიცია იქნება თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი
ირაკლი კობახიძე - პარლამენტში ოპოზიცია იქნება თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი

იქნება პარლამენტში ოპოზიცია თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მანდატების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა ჯერ არ ყოფილა.

„ჯერ არ გვიმსჯელია ჩვენ ამ საკითხზე. გახსოვთ, ოთხი წლის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით. ამაზე გამოდიოდნენ მაშინ ის ე.წ. ტოპტვინები , რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ პარლამენტის მხრიდან მანდატების ლეგიტიმაციის ცნობა არ იყო კონსტიტუციური და იგივე „ტოპტვინები“, ე.წ. კონსტიტუციონალისტები აცხადებდნენ, რომ პარლამენტის მხრიდან ამ დეპუტატებისთვის მანდატების არშეწყვეტა იყო არაკონსტიტუციური. თუმცა, საბოლოო ჯამში, მოხდა ის, რომ, სწორედ ამ ჩვენი გადაწყვეტილებით ისარგებლა ოპოზიციამ, როდესაც შემოვიდა პარლამენტში და 3.5 წელიწადი, სწორედ ჩვენი ე.წ. არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების წყალობით, სარგებლობდნენ საკუთარი საპარლამენტო მანდატებით, იღებდნენ ხელფასებს, მათ შორის, იმ ექვსი თვის განაცდურიც მოითხოვეს და ეს ხელფასებიც ბოლომდე აიღეს. ეს იყო მაშინდელი გადაწყვეტილება, მაშინ არ შევუწყვიტეთ მათ მანდატები. ჯერჯერობით არ გვიმსჯელია ამ საკითხზე, შემოვიდა 20 განაცხადი, დაანონსებულია ხვალაც განაცხადების შეტანა, დაველოდებით, ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, საშუალება, რომ ორ კვირაში კენჭი ვუყაროთ ამ საკითხს. მანამდე, ბუნებრივია, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. პარლამენტში ოპოზიცია იქნება თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი. გახსოვთ, წინა ოთხი წლის განმავლობაში ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში, მაგრამ ამით მაინც არ შეწყვეტილა ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების დელეგიტიმაციის მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა, ისინი ერთნაირად აგრძელებდნენ ქუჩისა და დარბაზის გამოყენებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.