ირაკლი კობახიძე - პარლამენტის ამ „თავყრილობაში“ არავითარი ადგილი არ არის ნიკა მელიასთვის, რომელიც არის უინტელექტო, ხულიგანი და მეტი არაფერი
ირაკლი კობახიძე - პარლამენტის ამ „თავყრილობაში“ არავითარი ადგილი არ არის ნიკა მელიასთვის, რომელიც არის უინტელექტო, ხულიგანი და მეტი არაფერი

ამ „თავყრილობაში“ არავითარი ადგილი არ არის ნიკანორ მელიასთვის, რომელიც უინტელექტო ხულიგანი და მეტი არაფერია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯფომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს, საქართველოს პარლამენტს როცა უწოდებ ივანიშვილის თავყრილობას, კონკრეტული პირის თავყრილობას, ეს თავისთავად მეტყველებს ამ კონკრეტული ადამიანების და პარტიების დამოკიდებულებაზე სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ამ „თავყრილობაში“ არავითარი ადგილი არ არის ნიკანორ მელიასთვის, რომელიც არის უინტელექტო, ხულიგანი და მეტი არაფერი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამ დროისთვის ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – „საქართველოსთვის“, „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მხარი დაუჭირეს „ლელოს“ ინიციატივას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე. ინიციატივას არ უერთდება „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს 2 ოქტომბრამდე არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად“.