ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება.

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის დედაქალაქში ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად იმყოფება.

პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 28 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი – მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი – ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი 250 ათას ლარს მიიღებს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.