ირაკლი კობახიძე - პარადოქსია, რომ აქციები იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების ლოზუნგით - არ გვინდა სუვერენიტეტი, არ გვინდა ვიცოდეთ, ვინ რაში ხარჯავს ფულს, მინდა, ვიღაცამ კიდევ სცადოს რევოლუცია
ირაკლი კობახიძე - პარადოქსია, რომ აქციები იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების ლოზუნგით - არ გვინდა სუვერენიტეტი, არ გვინდა ვიცოდეთ, ვინ რაში ხარჯავს ფულს, მინდა, ვიღაცამ კიდევ სცადოს რევოლუცია

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას, არ გვინდა, გვქონდეს ინფორმაცია, ვინ რაში ხარჯავს ფულსო, აბსურდი და პარადოქსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი ითვალისწინებს, რომ საქართველოს მოქალაქემ მიიღოს ინფორმაცია ფულის ხარჯვის თაობაზე.

„35 წლის წინ ქართველები რუსთაველის გამზირზე სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ, ისინი ითხოვდნენ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან, დღეს, უბრალოდ, პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების ლოზუნგით, არ გვინდა სახელმწიფო სუვერენიტეტი, არ გვინდა, ვიცოდეთ, ვინ რაში ხარჯავს ფულს. საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას, არ გვინდა, გვქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ რაში ხარჯავს ფულს. აბსურდი და პარადოქსია. ეს კანონი ითვალისწინებს, რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა მიიღოს ინფორმაცია ფულის ხარჯვის თაობაზე. საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ და აყენებინებენ მოთხოვნას, არ მინდა ფულთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნა, არ მინდა, სუვერენიტეტი იყოს მყარი. მე მინდა, რომ ვიღაცამ აქ კიდევ ერთხელ სცადოს რევოლუციის მოწყობა საკუთარი გაუმჭვირვალე დაფინანსებით, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია“, – განაცხადა კობახიძემ.