ირაკლი კობახიძე - ორკაციანი ასოციაცია არ არის ასოციაცია, რაში გვაინტერესებს ორი ექიმის აზრი, რომელიც არის მიკერძოებული
ირაკლი კობახიძე - ორკაციანი ასოციაცია არ არის ასოციაცია, რაში გვაინტერესებს ორი ექიმის აზრი, რომელიც არის მიკერძოებული

ორკაციანი ასოციაცია არ არის ასოციცაია. რაში გვაინტერესებს ორი ექიმის აზრი, რომელიც არის მიკერძოებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, „როგორ შეაფასებდით ფაქტს, რომ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმს უწოდეთ ფეიკი, ექიმთა ასოციაციაში გაგაკრიტიკეს“, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არის ე.წ. ექიმების ასოციაცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნებულია.

„რომელ ასოციაციაში? ეს არის ორკაციანი ასოციაცია. როგორ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენკაციანია? ზოგადად, ასოციაცია არის ასკაციანი, ათასკაციანი, ათიათასკაციანი. ორკაციანი ასოციაცია არ არის ასოციაცია. ორი ექიმის აზრი რაში გვაინტერესებს, რომელიც არის მიკერძოებული? არის ორი ე.წ. ექიმების ასოციაცია და ე.წ. კლინიკების ასოციაცია. ორივე ორკაციანია და „ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნებული ფეიკია. როცა ორი ფეიკი აფასებს სხვა ფეიკს, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.