ირაკლი კობახიძე - ორივე მხარე თანაბრად უნდა იყოს დაინტერესებული დეპოლარიზაციით, ეს მხოლოდ ჩვენი პრეროგატივა არ არის
ირაკლი კობახიძე - ორივე მხარე თანაბრად უნდა იყოს დაინტერესებული დეპოლარიზაციით, ეს მხოლოდ ჩვენი პრეროგატივა არ არის

დეპოლარიზაცია არ არის მარტივი საკითხი, მით უმეტეს, რომ მხოლოდ ერთ მხარეზე არ არის ამ პუნქტის შესრულება. ეს საჭიროებს ორივე მხარის ჯანსაღ მიდგომას საკითხის მიმართ. ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ ამ კუთხით სერიოზული სირთულეებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში, ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძემ უპასუხა კითხვას, დღევანდელ რეალობაში რამდენადაა შესაძლებელი დეპოლარიზაცია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, იმედი აქვს, რომ აღნიშნული სირთულეები დაძლეული იქნება.

„იმედი გვაქვს, ეს სირთულეები დაიძლევა, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი პრეროგატივა არ არის. ორივე მხარე თანაბრად უნდა იყოს დაინტერესებული დეპოლარიზაციით, რომ ეს პუნქტი სრულფასოვნად შესრულდეს. ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზოგადოებაში დეპოლარიზაცია არ იყოს, საზოგადოებაში არცაა პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. პოლიტიკურ სპექტრში უნდა იყოს ნაკლები პოლარიზაცია, ამისათვის ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება“, – განაცხადა კობახიძემ.