ირაკლი კობახიძე - ოპოზიციაში აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესვლაზეც კი საუბრობდნენ, ჩვენი გზავნილია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს მშვიდობიანი ფორმით
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციაში აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესვლაზეც კი საუბრობდნენ, ჩვენი გზავნილია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს მშვიდობიანი ფორმით

ჩვენ გვაქვს გზავნილი ყველას მიმართ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით და, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენა აფხაზებთან, ოსებთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს უნდა იყოს ხელისუფლების პოლიტიკის მთავარი ხაზი.

„გახსოვთ, ოპოზიციაში გამოთქვამდნენ მზადყოფნას, რომ ნებისმიერი საბაბი გამოეყენებინათ მეორე ფრონტისთვის, მათ შორის საუბარი იყო აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესვლაზე. ჩვენ გვაქვს გზავნილი ყველას მიმართ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით და, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენა აფხაზებთან, ოსებთან. ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკის მთავარი ხაზი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბოლომდე გავყვებით იმ პრინციპებს, რომლებიც, მათ შორის, დღევანდელ განცხადებაში იყო ასახული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ, ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე“.