ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით რისი გაკეთებაც შეეძლო ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით რისი გაკეთებაც შეეძლო ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთა

ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, გუშინ დეტალურად განიმარტა ის, თუ როგორ შესრულდა ევროკომისიის რეკომენდაციების თითოეული პუნქტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღემდე რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, მმართველი გუნდის მიერ ყველაფერი გაკეთდა.

„ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს. გუშინ დეტალურად განიმარტა ის, თუ როგორ შესრულდა თითოეული პუნქტი. საბოლოო ჯამში, ეს სიღრმისეული შეფასება აჩვენებს, რომ დღემდე რისი გაკეთებაც შეეძლო ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთა. პრაქტიკის გამოსწორებაზე როცა არის საუბარი, ეს არის სამომავლო საქმე. ჯერ იღებ კანონს და მერე უნდა მიხედო პრაქტიკას, მაგრამ დავალება დღემდე იყო კანონების მიღება, რაც ჩვენ 100 პროცენტით შევასრულეთ. ეს არის ის დასკვნა, რომლის გამოტანის საშუალებასაც იძლევა ჩვენ მიერ წარმოდგენილი ანგარიში. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ფორმატში, თუ ვინმეს დარჩა რაიმე კითხვა, კიდევ ერთხელ ვართ მზად, რომ წარვადგინოთ შესაბამისი ანგარიში, მაგრამ გუშინდელი ანგარიში აჩვენებდა იმას, რომ დღემდე რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გაკეთდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.