ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას პერიოდულად აქვს წამოცდენები, რომ კანდიდატის სტატუსი არ სურთ, გუბაზ სანიკიძის განცხადებაც მორიგი წამოცდენაა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას პერიოდულად აქვს წამოცდენები, რომ კანდიდატის სტატუსი არ სურთ, გუბაზ სანიკიძის განცხადებაც მორიგი წამოცდენაა

ოპოზიციას პერიოდულად აქვს წამოცდენები, რომ კანდიდატის სტატუსი არ სურთ, გუბაზ სანიკიძის განცხადებაც მორიგი წამოცდენაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის ძალისხმევა დაფასდება და დეკემბერში საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„უკვე წელიწად-ნახევარია, ვაცხადებთ, რომ ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, როგორმე ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. საგულდაგულოდ ცდილობენ, ეს ყველაფერი დამალონ, მაგრამ პერიოდულად აქვთ წამოცდენები იმასთან დაკავშირებით, რომ, რეალურად, ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი არ სურთ. გუბაზ სანიკიძის განცხადებაც მორიგი წამოცდენაა, რომელიც ამ თემას უკავშირდება. რეალურად, ეს არის სინამდვილე, რაც საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ოპოზიციას არ სურს კანდიდატის სტატუსი. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ძალისხმევა დაფასდება და, საბოლოო ჯამში, დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.