ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას აქვს შიში, რადგან კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, შეეცდებიან, გამოძიებას თავი აარიდონ, თუმცა პროკურატურას აქვს ყველა ბერკეტი, სათანადოდ წარმართოს გამოძიება
ოპოზიციას აქვს შიში, გამომდინარე იქიდან, რომ მათ კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, შესაბამისად, მათთვის საფრთხის შემცველია ეს გამოძიება, რომელიც წარიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები მაქსიმალურად შეეცდებიან, თავი აარიდონ გამოძიებას.
„ოპოზიციას აქვს შიში, გამომდინარე იქიდან, რომ მათ კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე. შესაბამისად, მათთვის საფრთხის შემცველია ეს გამოძიება, რომელიც წარიმართება. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად შეეცდებიან, გამოძიებას თავი აარიდონ. თუმცა შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს, კონკრეტულად პროკურატურას, აქვს ყველა ბერკეტი, რათა სათანადოდ წარმართოს შესაბამისი გამოძიება, დანარჩენს დაველოდოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.