ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს, რადგან რასაც აბრალებდნენ, ვერ დაამტკიცეს
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს, რადგან რასაც აბრალებდნენ, ვერ დაამტკიცეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შენიშვნები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა.

მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმა უამრავი მიმართულებით ფუნდამენტურ ცვლილებებს ითვალისწინებს.

„დოკუმენტში იყო რაღაცები, რაც ჩვენ არ მოგვეწონა, რაღაცები ოპოზიციას არ მოეწონა, თუმცა მთელი რიგი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება. საბოლოო ჯამში, რეკომენდაციების გათვალისწინება-არგათვალისწინება რეფორმის არსს არ ცვლის. საარჩევნო რეფორმა არის ფუნდამენტური და ითვალისწინებს ფუნდამენტურ ცვლილებებს უამრავი მიმართულებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს.

„ჩვენი პოზიცია მარტივია – ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს, რასაც თამარ ჟვანიას და მთელ საარჩევნო ადმინისტრაციას აბრალებდნენ, ვერ დაამტკიცეს, ბუნებრივია, ასეთ დროს ბოდიში უნდა მოიხადო, თუ ღირსება გაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.