ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდა რესურსის მობილიზებას, რათა პროტესტი გამოეხატა, ამას პოლიტიკური მიზეზი აქვს, მიზეზებს სხვა რამეში ნუ ეძებენ
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდა რესურსის მობილიზებას, რათა პროტესტი გამოეხატა, ამას პოლიტიკური მიზეზი აქვს, მიზეზებს სხვა რამეში ნუ ეძებენ

ოპოზიცია თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდა რესურსის მობილიზებას, რათა პროტესტი გამოეხატა, ამას პოლიტიკური მიზეზი აქვს, მიზეზებს სხვა რამეში ნუ ეძებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ოპოზიციის განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე, რომ პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად პროტესტის სივრცე შემცირდა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პროტესტის სივრცე პოლიტიკური მიზეზით შემცირდა.

„პროექტს რაც შეეხება, ვიზუალური თვალსაზრისით არის ძალიან საინტერესო და ბუნებრივია, ყველა დეტალი იქნა გათვლილი. რაც შეეხება პროტესტის სივრცეს, პროტესტის სივრცე რომ შემცირდა, ამას აქვს პოლიტიკური მიზეზი. თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიცია უკვე თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდა ვერანაირი რესურსის მობილიზებას, რომ რაიმე ფორმით გამოეხატა პროტესტი. ამას აქვს თავისი პოლიტიკური მიზეზი და მიზეზებს სხვა რამეში ნუ ეძებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.