ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია თუ უარს იტყვის იუსტიციის საბჭოს წევრობის რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ მათი თვითმიზანია კანდიდატის სტატუსისა და იუსტიციის საბჭოს საბოტაჟი
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია თუ უარს იტყვის იუსტიციის საბჭოს წევრობის რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ მათი თვითმიზანია კანდიდატის სტატუსისა და იუსტიციის საბჭოს საბოტაჟი

ოპოზიცია თუ უარს იტყვის იუსტიციის საბჭოს წევრობის რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ მათი თვითმიზანია კანდიდატის სტატუსისა და იუსტიციის საბჭოს საბოტაჟი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ იქნება ოპოზიციის დამოკიდებულების ლუსტრაცია.

„წარმოდგენილია იუსტიციის საბჭოს წევრობის ოთხი კანდიდატი, საიდანაც ოპოზიციას ვთავაზობთ, წარმოდგინოს მათთვის მისაღები კანდიდატები და მარტივად ისაუბრონ, რომელი კანდიდატი აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც წაყენებულია იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კვალიფიციური კანდიდატები არიან წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე, ოპოზიციას აქვს არჩევანი. ამ შემთხვევაში, ოპოზიცია თუ უარს იტყვის რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე, აქედან კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ მათი თვითმიზანი არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი და ასევე, კონსტიტუციური ორგანოს, იუსტიციის საბჭოს საბოტაჟი. ეს იქნება კიდევ ერთხელ ლუსტრაცია მათი დამოკიდებულების“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.